ჩვენ შესახებ

მნიშვნელობა არა აქვს, სიცხარის მოყვარული დესპერადო ხარ თუ შაქარზე დამოკიდებული სენიორიტა, სიმწარე უფრო აღგიძრავს მადას თუ ათასნაირი სუნელები - მექსიკოში შენსას და კიდევ უფრო მეტს იპოვნი.

გარდა იმისა, რომ ‘მექსიკო’ ყველაზე გემრიელი მექსიკურის ადგილია, ყველაზე მყუდრო და დახვეწილი ამბიენტეთი, ყველაზე მონდომებული და მოტივირებული გუნდითა და ყველაზე, ყველაზე მაგარი ლოგოთი, (კი, ბევრი ‘ყველაზე’ და სუპერლატივი სწორად გაგეჩხირა თვალებში და შენს ადგილას, მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ... მაგრამ მე უკვე მომაქციეს.) ამასთანავე ‘მექსიკო’ სხვა სასარგებლო საქმიანობითაცაა დაკავებული:

თითოეული თქვენი შეკვეთის გარკვეული ნაწილი დაგროვდება ერთ დიდ პირობით ყულაბაში და ამ თანხით შევიძენთ კიბეებს, რომელთაც დროგამოშვებით მექსიკის მთავრობას გადავცემთ ხოლმე.

კი, სწორად წაიკითხე: ყველაზე, ყველაზე გემრიელ მექსიკურს ჭამ და თან ჩვენს მოძმე მექსიკელებს ეხმარები